დიდი გეტსბი“ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, ის მკითხველს არა მარტო უქმნის წარმოდგენას მეოცე საუკუნის ოციანი წლების ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ, არამედ  ქმნის რეალურ სურათს, რადგან მისი თანამედროვეები  ნაწარმოების გმირების პროტოტიპები არიან  და ამავე დროს საკუთარ თავში ატარებენ  ეროვნული ცნობიერების მნიშვნელოვან და გამოკვეთილ ნიშნებს.
მთავარი პერსონაჟის, ჯეი გეტსბის ისტორია, მაგალითია  „ამერიკული ოცნების“ ორმაგი მნიშვნელობისა, ბედნიერებისაკენ მისწრაფების მაღალი იდეალი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხორციელდება როგორც  მიწიერი მიზნის, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვება.

     

ათწლეული, რომელშიც დაიწერა „დიდი გეტსბი“, მოიცავს პერიოდს პირველ მსოფლიო ომსა და დიდ დეპრესიას შორის, ამ ათწლეულს ჯაზის, ასევე ოქროს და მშფოთვარე  ოციანებსაც უწოდებენ,  რადგან იზრდება ჯაზის გავლენა  რადიოს ფართო მოხმარებით, ის ხელმისაწვდომი ხდება საზოგადოების ყველა  ფენისათვის. სწორედ ამ დროს ჯაზი მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ მუსიკა. ფიცჯერალდი წერს თავის ესეში „ოციანი წლების გამოძახილი“  რომ ის   თავდაპირველად ნიშნავდა სექსს, შემდეგ ცეკვას და ბოლოს მუსიკას.

ჯაზი  ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ოციანი წლების პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.ამ პერიოდში პოპულარულნი იყვნენ ტომ ლუისი და მისი ბენდი, დიუკ ელინგტონი, ელ ჯოლსონი, ჯორჯ გერშვინი, original Dixieland Jazz Band, New Orleans Rhythm Kings, King Oliver’s Creole Jazz Band, . Fletcher Henderson, მოგვიანებით ლუის არმსტრონგი.. რომლებმაც ფაქტიურად შეცვალეს ამერიკელთა ცხოვრების წესი, გემოვნება,  წარმოდგენები, ქცევები და გარეგნობა. თუმცა ჯაზის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო. „A Ladies Home Journal“ ის 1921 წლის აგვისტოს ნომერსი გამოქვეყნებული სტატია გამოხატავს იმ შიშს, რომელიც იმ დროინდელ საზოგადებაში გამოიწვია ჯაზმა. „ჯაზს აკომპანიმენტს უწევს ვუდუ მოცეკვავე, რომელიც აკეთებს  ნახევრად შეშლილ ბარბაროსულ მოძრაობებს წარმოუდგენლად ბილწად.“

ცნობილი ფლეპერების,  ლუიზა ბრუკის, ლუის ლონგის, კლარა ბოუს, კოლინ მურის,თავად ფიცჯერალდის ცოლის, ზელდა საირის მიბაძვით ახალგაზრდობა თავს აღწევს მშობელთა კონსერვატიზმს, იცვლება მოდა, კოსმეტიკა, ქალი ხდება აქტიური, ძლიერი, გამომწვევი. ჩარლსტონი აერთიანებს ყველას. კოკო შანელი მათთვის მოდას ქმნის, ხოლო ისინი ამერიკელ გოგონებს აძლევდნენ მაგალითს. ფლეპერებმა დაამსხვირეს ქალის ვიქტორიანული ხატი, მათ გაიხადეს კორსეტი, შეიჭრეს თმა, დაიმოკლეს კაბის სიგრძე, გამოკვეთეს სხეულის სილუეტები, გაიკეთეს მძიმე მაკიაჟი, დაიწყეს პაემნებზე სიარული  და გახდნენ სექსუალურად აქტიურები. მათ შექმნეს ის, რასაც ბევრი უწოდებს, „ახალ“ ანუ „ თანამედროვე“ ქალს.

ამ პერიოდში ჯაზთან  და ჩარლსტონთან ერთად, პოპულარული ხდება აზარტული თამაშები, ალკოჰოლური სასმელები, კრივი, ბეისბოლი, კროსვორდები, ჟურნალ-გაზეთები, კინო.  “Ford Motor Company” -ის წარმოებული Model T  ისტორიული გახდა იმით, რომ ჰენრი ფორდმა   ავტომობილი ფართო მასებისთვის გამოყენებადი გახადა. მას ზოგადად პირველ ხელმისაწვდომ ავტომობილად მიიჩნევენ, მანქანად, რომელმაც „ამერიკა ბორბლებზე შესვა“,  „მეოცე საუკუნის ავტომობილს“ და  „მოსიარულე ბორდელსაც“  კი.               მშრალი კანონის ათწლეულმა ამერიკაში  კარგად ორგანიზებული, მდიდარი და ძლიერი დანაშაულებრივი სამყარო გააჩინა, ქუჩების წვრილ-წვრილი ბანდები, რომლებიც აწყობილ დიდი დაჯგუფებებად იქცნენ, უზარმაზარ ფულს ფლობდნენ და ამ ფულს ახალ დარგებში- სერიოზულ ლეგალურ ბიზნესში, გართობის ინდუსტრიასა და , პოლიტიკაშიც კი აბანდებდნენ. კორუფცია ამერიკული ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატების დედაქალად ჩიკაგო იქცა.

    ჯეი გეტსბიც ერთ-ერთი მათგანია, ყოფილი ოფიცერი, რომელმაც გმირულად იბრძოლა ომში და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ იმედგაცრუება განიცადა.დაბალი სოციალური სტატუსი და იმედგაცრუება სიყვარულში, აიძულებს მას  შავი გზით გამდიდრდეს, ის  ცდილობს შეერიოს ელიტას, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ქონება და დაიბრუნოს თავისი სიყვარული, დეიზი.

რომანის დასაწყისში, ჯეი გეტსბი იდუმალი პიროვნებაა, რომელიც ცხოვრობს ნიუ-ორკში, მდიდრულ სახლში და ყოველ საღამოს აწყობს წვეულებებს და დიდებულ მიღებებს ასობით სტუმრისათვის. სტუმრებმა და მეზობლებმა არ იციან მისი ვინაობის შესახებს, არც ის, თუ რა გზებით გამდიდრდა, ეს იწვევს სხვადასხვა ჭორებს, მითქმა-მოთქმებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ არც აწუხებეთ ეს ფაქტი დიდად. თუმცა გეცბის მთავარი მიზანი, საყვარელ ქალთან, დეიზისთან ახლოს ყოფნაა.
გეტსბის ბედი ტრაგიკულია, რადგანაც წარმატება სიყვარულში, დამოკიდებულია ფულზეც. ამერიკული  ოცნების ერთ-ერთი პოსტულატია, ყველა ადამიანი თანასწორობის შესახებ, მატერიალუარი სტატუსის განურჩევლად. ფიცჯერალდი სერიოზულად აკტირიტიკებს საზოგადოებას, რომელიც უბიძგებს ადამიანებს დანაშაულისკენ და ქმნის ამის ფონზე ტრაგედიას. გეტსბის, იდეალისტს და რომანტიკოსს, ომის გმირს,ტოვებს  საყვარელი ადამიანი სოციალური სტატუსის გამო და ანგარებით მიყვება მდიდარ ტომი ბიუკენს, რომელიც ჯეის ანტიპოდია. დეიზის ხმა  გეცბის აგონებს ფულის ჩხრიალს, დეიზი მისთვის სილამაზის და ბედნიერების იდეალია და სიყვარულთან ერთად მისთვის ასოცირდება სიმდიდრესთან, ხოლო სიმდიდრის მოპოვება ამერიკული ოცნების ასრულებაა. ის ახდენს სულიერი მოთხოვნილების მატერიალიზაცის და მისი ტრაგედიაც ამას უკავშირდება. გეცბი მაგალითია ადამიანის, რომელმაც მიზნად დაისახა გამდიდრება და ამას მიიჩნევს ადამიანური ბედნიერების წყაროდ.
მწერლის მთავარი მიზანია ამერიკული ოცნების ცნების დადგენა,  უეცარი წარმატებისა და გამდიდრების სურვილის, ეს მითი მოიცავს ყველა ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა საწყის კაპიტალსა და სოციალურ წარმომავლობას. ამ ოცნების სახელწოდება ატარებს იდეას, რომ ყოველივე ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ქვეყანაში -ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ამ თეორიას ავითარებს ფიცჯერალდი რომანში „დიდი გეტსბი“ და თავის სხვა ნაწარმოებებში. ის ამტკიცებს, რომ ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა მატერიალური დოვლათის მოპოვებას, ვერ ხდება ბედნიერი  და პირიქით, კარგავს თავის საკუთარ „მეს“,  სულიერ სამყაროს და სურვილს, იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. ავტორს მთავარი გმირი გამოჰყავს ადამიანად, რომელიც მთელი ცხოვრება მიისწრაფვის სიმდიდრისაკენ, რაც საბოლოოდ იწვევს მის სიცოცხლის ტრაგიკულად დასასრულს.

დატოვე კომენტარი