Amy Tan (1952) თანამედროვე ამერიკელი მწერალია, რომლის შემოქმედებაც მიძღვნილია დედებისა და ქალიშვილების ურთიერთობებს.
  მისი ყველაზე ცნობილი რომანია „The Joy Luck Club (1989) , რომელიც თარგმნილია 35 ენაზე.

  1993 წელს, ამ წიგნის მიხედვით, გადაიღეს ფილმი, ასევე  დაიდგა სპექტაკლი.
  რომანშიThe Joy Luck Club მოთხრობილია აშშ-ში მცხოვრები  ჩინელი იმიგრანტი ოჯახების ისტორია, რომლებმაც დაარსეს კლუბი რომანისვე სახელწოდებით , თამაშობდნენ რა ჩინურ თამაშს „მაჯონგის“ ( 麻將).

 
საინტერესოა, რომ  წიგნიც სტრუქტურაც ამ თამაშის პრინციპის მიხედვითაა. ის იყოფა ოთხ ნაწილად, რომლებიც თავის მხრივ იყოფიან ოთხ სექციად და მთლიანობაში ქმნიან 16 თავს. სამი დედა ( ერთი დედა ნოველის დასაწყისში კვდება)  და ოთხი ქალიშვილი, რიგრიგობით ყვებიან თავის ისტორიებს, სვლების პარალელურად., შესაბამისად თამაშის ყოველი ნაწილი მოიცავს მათი ცხოვრების ცალკეულ მონაკვეთებს.


P.S. სურვილის შემთხვევაში, წიგნი შეგიძლიათ გამოიტანოთ განსაზღვრული დროით ამერიკის შესწავლის ინსტიტუტიდან.
მის:  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 
კორპუსი 2,  ოთახი 165.
 

One response to “Amy Tan”

  1. კეთილი იყოს ჩემი აიპი ამ ბლოგზე, ძალიან კარგი რომ დაიწყე ბლოგის კეთება, კაი რამეა, ხანდახან ასწორებს. ჰოდა, ისა, ეს ქალი არ ვიცოდი და გმადლობ ახალი ინფორმაციისთვის.

დატოვე კომენტარი