2006  წელს,  ლონდონის “ხელოვნების სამეფო აკადემიაში” მოეწყო თანამედროვე ამერიკელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით “USA TODAY” . 
ექსპოზიციაში მონაწილეობდა ორმოცამდე ახალგაზრდა მხატვარი, ამ პოსტში გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანს.

Jules de Balincourt

 ინფორმაციის ძალით მიწოდება ტელევიზიის მეშვეობით და შედეგად,  რიგითი ამერიკელების „გამორეცხილი“  გონება, რომელიც იმყოფება ინტელექტუალურ დიეტაზე, მთავარი თემატიკაა ჟიულ დე ბალინკორტის ნამუშევრებისა, რომელიც ითვლება „დემოკრატიული გემოვნების“ საგნად.  
„ამბიციურ ახალ გეგმებზე“, მხატვარი კომიკურად გამოსახავს   პარლამენტის დარბაზს:  გახამებული პერანგები და ვარდისფერი სახეები,  წესრიგი მსოფლიო ბიზნესში, როგორც აზარტული მოთამაშეების მაგიდა.

Ambitious New Plans

2005

1940 იანი წლების კინოჟურნალების  გრაფიკული დიზაინის გამოსახვით, „ ჩვენ ერთად ვიდექით“, მხატვარი პროვოკაციულად გვაბრუნებს იმ დროში, როდესაც ამერიკული პატრიოტიზმი იყო  ხელშეუხებელი და დამაჯერებელი. მხატვარი ისტორიას თანამედროვე კონტექსტში სვამს, გრაფიტისა  და დისკოს ეპოქის სხივების ფონზე.



Aleksandra Mir
“Beauty Free”, “Cold War Hot Stuff” და  “Real Real Estate Flowers” მიეკუთვნებიან 20 ნახატის სერიას, რომელიც შესრულებულია წარმოშობით პოლონელი მხატვრის, ალექსანდრა მირისა და ასისტენტთა გუნდის მიერ, რომელსაც შეადგენდა თექვსმეტი სტუდენტი. ყოველი ნამუშევარი შეადგებს ქაღალდის რვა ფურცელს, შეკრულს ერთ ალბომად, მთავარი თემაა შეერთებული შტატების ისტორია, გამოხატული რუკაზე, დამახასიათებელია რეტრო სტილი  და იდეალისტური მოტივები. 
 
 ახალი ამბები გადმოცემისთანავე იქცევა ისტორიად, სწორედ ამან შთააგონა მხატვარი შეექმნა ტაბლოიდების სერია, “New York Daily News” და  “New York Post” ის არქივიდან, 1989 წლიდან 2005 წლამდე.

Dash Snow

დაშ სნოუმ 2005 წლის კოლექციაში „Fuck the Police“ გამოიყენა სხვადასხვა გაზეთების ჰედლაინები, რომლებიც პოლიციელების მიერ ჩადენილ უკანანო ქმედებებსა და კორუფციას ეხებოდა. ყოველ გულისამრევი შინაარსის მქონდე სტატიაზე მიშხეფებულია სპერმა (!) განზრახ მიმართული პროსტესტით, და გამოგონილი ნიუანსებით, ის ახდენს “განგსტერის” სოციაპათიკური ხატის შექმნას.

 

 

Fuck the Police

 

 



 

 

 


დატოვე კომენტარი