ტერმინი  „მოდერნიზმი“  მიმართულია რადიკალური ცვლილებებისადმი, პირველი მსოფლიო ომის შემდგოინდელ ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ომგამოვლილ საზოგადოებაში გამეფებული სასოწარკვეთილება გამოიხატა აშკარა აპათიასა და მორალურ რელატივიზმში, რითიც მოხდა ვიქტორიანული მორალისა და მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი ოპტიმიზმის ჩანაცვლება. ლიტერატურაში ეს მოძრაობა ასოცირებულია ტომას ელიოტის, ჯეიმს ჯოისის, ვირჯინია ვულფის, ეზრა პაუნდის, ფრანც კაფკას, კნუტ ჰამსუნის, გერტრუდა სტაინის და უილიამ იეიტსის შემოქმედებასთან. 
ტომას ელიოტს მეოცე საუკუნის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად მიიჩნევენ, 1922 წელს, მან პირველად გამოაქვეყნა პოემა  „უნაყოფო მიწა“ – თავის ლიტერატურულ ჟურნალში „Criterion“. 1922 წლის „უნაყოფო მიწის“  ვერსიაზე ასევე გავლენა მოახდინა ელიოტის პირველმა ცოლმა ვივიენმა, ხოლო მისი გულთადი მეგობრის, ეზრა პაუნდის დახმარებით  მოახდინა ელიოტმა პოემის თავდაპირველი ვარიანტის რედაქტირება.
გამოქვეყნების შემდეგ,პოემამ ლიტერატურული წრეებში კრიტიკის ქარიშხალი ააგორა. დღესდღეობით, „უნაყოფო მიწა“   მოდერნისტული ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნამუშევრად ითვლება. თუმცა, მრავალ ლიტერატურულ კრიტიკოსს, პოემის წაკითხვის შემდგომ, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეექმნა.
პოემა შექმნილია ალუზიის გამოყენებით, ციტირებით სხვადასხვა ენებიდან, ლექსის სხვადასხვა ფორმებით, და კოლაჟით სხვადასხვა პოეტური ფრანგმეტებიდან, რათა შეიქმნას ბაზა, რომ პოეტმა შეძლოს და ისაუბროს მთელი კულტურის სახელით, ომის შემდგოინდელ კრიზისზე. მან შეძლო გააერთინებინა ღრმა ლიტერატურული ტრადიციები და თავისუფალი ექსმერიმენტული პოეზია, და ამ ფონზე, შეენარჩუნებინა მისი საზოგადო მნიშვნელობა და მხატვრული ფასი. მოდერნისტული პოეზიისთვის დამახასიათებლად, ის შეიცავს როგორც ლირიკულ, ასევე პოემის ელემენტებს. „უნაყოფო მიწა“  არ დაიწერებოდა, რომ არა ეზრა პაუნდი და იმაჟისტები, და როგორც შემდგომში ეზრა პაუნდი იხსენებს იმ მომენტს, როდესაც პირველად წაიკითხა ხელნაწერი : „ელიოტი შვეიცარიიდან დაბრუნდა, როგორც სპეციალისტი, რომელიც გამოიყურება კარგად, ჩემოდნით ხელში, რომელშიც იდო 19–გვერდიანი ძალიან მაგარი პოემა, საკმარისი იმისთვის, რომ დარჩენილებს იქვე დაგვესრულებინა ჩვენი მოღვაწეობა“ , პაუნდი უწოდებს მას  „პოემას, რომელიც შეიცავს ისტორიას.“ 
      მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით  მცირე  მოცულობისაა, ვიდრე ჰომეროსის „ოდისეა“, ვერგილიუსის „ენეიდა“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“, ან მილტონის „ დაკარგული სამოთხე“. „უნაყოფო მიწა“ შეიცავს, როგორც თანამედროვე, ასევე მსოფლიო ისტორიას, გაგებულს მითოლოგიურ ასპექტებში. ერთ–ერთი ფაქტორი,  რამაც ხელი შეუწყო „მაღალი მოდერნიზმის“ შექმნას, იყო პოეტების მცდელობა, ომის შემდგომ, განევრცოთ მეთოდები ომამდელი ავანგარდისა, რათა გადაეწყვიტათ უფრო ფართო, ისტორიული პრობლემები.
    ტრადიციული ლიტერატურიდან ელიოტი იღებს და აერთიანებს სხვადასხვა თემებს, და თანმიმდევრული სტრუქტურით ქმნის ლექსს, რომელიც ერთის მხრივ ჩანს, როგორც მრავალი  დაუკავშირებელი, ნაკლებად ცნობილი და დამოწმებული ისტორიებით შეკოწიწებული, ასევე  გამდიდრებული ფრანგმეტებით  რელიგიიდან, მითოლოოგიდან, და სხვა დისციპლინებიდან.
    ამავე დროს, პოეტი პოემის სხვადასხვა ნაწილში იყენებს უცხოურ ენებს, როგორიცაა, ლათინური, გერმანული, ფრანგული და ჰინდი.  საბოლოოდ პოემა  არის იმდენად კომპლექსური, რომ ელიოტმა იგრძნო საჭიროება , მისთვის შეემატა ფართო შენიშვნები და განმარტებანი,  რათა დაემოწმებინა ის წყაროები, რომელთაც ის  გადაკვრით მოიხსენიებდა, პოეტისათვის ამ ძალიან უჩვეულო ნაბიჯის გამო, მრავალი მისი თანამედროვე კრიტიკოსი ირწმუნებოდა, რომ პოეტი  განზრახ ცდილობდა ბუნდოვანი გაეხადა პოემა ან უბრალოდ ეხუმრებოდა მათ.
      „ უნაყოფო მიწა“ გამოხატულებაა ელიოტის იმედგაცრუებისა, რაც გამოწვეული იყო მორალურ დაცემით, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპასა და ამერიკაში. მან მოახდინა სიმბოლური გადმოტანა წმინდა გრაალის ლეგენდისა. ელიოტმა გააერთიანა ორი წიგნი, რომელთა დახმარებითაც შექმნა სიმბოლიზმი: ჯესი ლ. უესტონის „ რიტუალიდან რომანამდე“(1920) და სერ ჯეიმს ფრაზერის „ოქროს ტოტი: მაგიისა და რელიგიის სწავლება.“
ელიოტის ასაკიც თავისთავად იყო სიმბოლური რადგან ის იყო 33 წლის, „ჩვენი ცხოვრების შუა გზა“,  „ღვთაებრივ კომედიაში“ დანტე  გამოხატულებაა სამოთხისა და ჯოჯოხეთის, იმავე ასაკში მყოფი, რომელშიც ქრისტე იქნა ჯვარცმული. მისი სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა ერთ–ერთი მთავარი სიმბოლოა „უნაყოფო მიწაში.“
       პოემის სათაური მომდინარეობს უესტონის წიგნში მოთხრობილი ერთ–ერთი მითიდან, რომელშიც აღწერილია სამეფო, სადაც მეფე (რომელიც ცნობილია, როგორც მეთევზე– მეფე), განიცდის სექსუალურ უძლურებას. ეს ტრამვა,  გავლენას ახდენს არა მხოლოდ მეფის განაყოფიერებაზე, ასევე  მთლიანად სამეფოზე.  სიცოცხლისათვის  აუცილებელი მნიშვნელობის, რეგენერაციის ენერგიის არარსებობის გამო, მისი სამეფო უდაბურდება.  ნიადაგის განასაყოფიერებლად საჭიროა გმირმა გადალახოს  განსაცდელები. უესტონი აღნიშნავს, რომ ეს ძველი მითი დამყარებულია სხვადასხვა ისტორიულ ძიებებზე უამრავი კულტურიდან, მათ შორის ქრისტიანული  წმინდა გრაალის ძიებაზე.
    ძიება, რამაც უნდა მოახდინოს მეფის განკურნება,  გაუდაბურებული მხარის აყვავება, სიმბოლურად იგულისხმება სიკვდილისათვის განწირული ცივილიზაციის აღდგენა. ელიოტისთვის, კაცობრიობა მივიდა იმ ბუნებრივ ციკლის დასასრულამდე, რასაც ცივილიზაციის სიკვდილი ეწოდება, და იგი, ან უნდა დაუბრუნდეს  ამ ციკლის საწყის ნაწილს, ახლიდან იშვას, ანუ მკვდრეთით აღსდეს, და ან მოკვდეს. პერსონაჟების აღებით ლიტერატურიდან, ისტოორიდან და მითოლოგიიდან, ელიოტი ხაზს უსვამს ზნეობადაკარგულ და ყოველივე ფასეულისგან გამოფიტულ კაცთა მოდგმას, რომლებიც მხოლოდ გარეგნულად წარმოადგენენ ცოცხალ არსებებს და აღარ შესწევთ რეგენერაციის უნარი.

    პოემაში განხილულია სიკვდილის ბუნებრივი ციკლი, რომლითაც სიმბოლიზებულია სეზონების ცვალებადობა.პოემა შედგენა ხუთი ნაწილისაგან.

პირველი ნაწილი, როგორც სათაურიც გვატყობინებს არის სიკვდილზე. იწყება სიტყვებით „ აპრილი ყველაზე სასტიკი თვეა“, რაც ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნებაა ლექსის იდეისა. ჩოსერის პოემიდან, „კენტერბერული მოთხრობები“ იღებს ელიოტი პროლოგს, რომელშიც აპრილი წარმოდგენილია როგორც რეგენერაციის, სიცოცხლის მომცემი დრო გაზაფხულისა.  ყვავილები  გაზაფხულზე ამოხეთქავენ იმ ნიადაგიდან, რომელსაც ანაყოფიერებს ნეშომპალა, ადამიანთა ლპობადი გვამებისა. აქვე ახსენებს სტანბერგერსის ტბას გერმანიაში, სადაც პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ინგლისელი და ამერიკელი ჯარისკაცები განისვენებენ.
ელიოტის მცდელობა, შეექმნა მინიატურული პოემა, სხვადასხვა ლირიკული მომენტებისა და ნასესხები ფრანგმეტებისა, რომლებზეც აგებულია „უნაყოფო მიწა“, ყველაზე კარგად შეიძლება გაგებულ იქნას ჯოისის „ულისეს“  მისი პირადი ანალიზის პირობებში, რომელიც წარმოადგენს პოემის საუკეთესო მოდელს. 
ელიოტი წერდა, რომ პერსონაჟთა სესხებით ჯოისის მიერ ჰომეროსის „ოდისევსიდან“   არის „მითოლოგიურ მეთოდი“, რომელსაც გააჩნია „ სამეცნიერო აღმოჩენის მნიშვნელობა“, ის იმდენად შორს წავიდა, რომ ჯოისი აინშტაინს შეადარა, ხოლო  „მითოლოგიური მეთოდი“, ელიოტის თქმით, არის „ მარტივი გზა კონტროლის, მოწესრიგებისა და  ფორმის მიცემის სიცარიელისა და ანარქიის დიდი პანორამისა, რომელსაც წარმოადგენს  თანამედროვე ისტორია.“
ჯოისის ბევრი მკითხველი თვლის, რომ თავად მწერალი არ ილტვოდა  წესრიგისადმი, მაგრამ ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ელიოტის ესე კარგად აღწერს „უნაყოფო მიწის“  იდეურ განზრახვას, პოემაში მოცემული მრავალი პარალელი საშუალებას იძლევა რაღაც წესრიგის შეტანისა ქაოსში.
სხვა ისტორიული მოდერნისტული მოდელების მსგავსად, იეტსის წრიული ბრუნვები“,  პაუნდის  “გრიგალისა“,– ელიოტი ხაზს უსვამს კრიზისის მიმდინარე მომენტს, და ან სამზადისს, რათა აღადგინოს რადიკალური გარღვევა ისტორიაში, რაშიც ერთის მხრივ იგულისხმება პირველი მსოფლიო ომი, ხოლო მეორეს მხრივ, მოდერნისტების ესქატოლოგიური წარმოდგენა სამყაროზე, მათი გატაცება ბედ–იღბლის პრობლემისა და უკანასკნელი განკითხვით. ცივილიზაციის განკითხვის უნარი, რომლითაც ბალანსირებას ახდენს ქაოსის ზღვარზე, მხრიდან, როგორც ეს მოხდა პაუნდის „ კანტოებთან“, რომელიც იზიარებს რაღაც  მახასიათებლებს „უნაყოფო მიწასთან“ და სხვა მოდერნისტ მწერლებთან.

დატოვე კომენტარი