მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებ ამერიკელთა უმრავლესობის რწმენით, ღმერთის სურვილი იყო, მათი გაგზავნა დასავლეთში, და ამის ნიშანი იყო, ოქროს აღმოჩენა კალიფორნიის შტატში,  დანარჩენი ნაწილი კი  მიემართეობა ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში თავიანთი რელიგიური გზების საძებნად.
   

  საუკუნის დასაწყისი იმდენად უჩვეულო პერიოდი იყო სულიერი გამოღვიძებისა, რომ წარმოშვა ისეთი რელიგიური  ჯგუფები, როგორიც იყვნენ  შეიკერები, ჩამოყალიბებული 1774 წელს, ინგლისელი ქალის, დედა ენ ლის მიერ.  სექტა რამოდენიმე წლის განმავლობაში ყვაოდა, თუმცა საბოლოოდ ჩაკვდა, როდესაც მათი დაუქორწინებლობის პოლიტიკა გახდა თვითონ სექტის წევრებისთვისაც მიუღებელი. 
    ამავე პერიოდს მოიცავს,   უტოპიური „ერთობა ონეიდისა“, მათი რწმენით, ქრისტე 70 წლის ასაკში დაბრუნდა დედამიწაზე, და მათთვის სამოთხე დედამიწაზე გადმოიტანა.

1840– იანი წლებში ტარდება მრავალი უტოპიური ექსპერიმენტი. ამ ექსპერიმენტებს ამერიკელებისათვის ცხოვრების ისეთი მაგალითი უნდა ეჩვენებინა, რომელიც ბევრად უფრო ამაღლებულ და უკეთეს პრინციპებს ემყარებოდა, ვიდრე მათი ცხოვრების განმსაზღვრელი პრინციპები იყო. ბევრ შტატში შეიქმნა კოლონია, ხორციელდებოდა უტოპიური ღონისძიებები. განსაკუთრებით დიდი წარმატება ხვდა ფურიერიზმის პროპაგანდას, თანამედროვეთა შორის დიდად პოპულარული იყო კოლონია „ბრუკ ფარმი“, რომელიც ტრანსცენდენტალიზტმა ჯორჯ რიპლიმ დაარსა ბოსტონის მახლობლად.  
1844 წელს მეორე ტრანსცენტენტალიდსტმა ამოს ოლკოტმა დაარსა კოლონია „ფრუტლენდის“ სახელწოდებით, 1845 წელს ჰენრი თორომ ჩაატარა „კარგი ცხოვრების“ ექსპერიმენტი, ცხოვრობდა საკუთარი ხელით აგებულ ქოხში, ხელი აიღო მატერიალურ კეთილდღეობაზე, თუმცა ორი წლის შემდეგ დაუბრუნდა ცივილიზებულ სამყაროს.

  
                                                  
ამ პერიოდის  ისტორიულად  ყველაზე აღსანიშნავი და  გამოჩენილი ახალი რელიგიური ჯგუფი  იყო “იესო ქრისტეს ეკლესია”,  “უკანასკნელ დღეთა წმინდანთა”, ასევე ცნობილი, როგორც მორმონთა. დიდი წარმოსახვის მქონე ადამიანი, ჟოზეფ სმიტი,  ირწმუნებოდა, რომ მას  ანგელოზის მიერ, სახელად მორონი,  მიეცა უძველესი ტექსტი, „მორმონთა წიგნი“, დაწერილი იეროგლიფებით ოქროს დაფებზე.
მორმონთა სექტა აშშში ჩამოყალიბდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში. ჟოზეფ სმიტს მიმდევრებიწინასწარმეტყველადმოიხსენიებდნენიგი გატაცებული იყო ოკულტიზმით, მაგიური კრისტალებით და განუწყვეტლივ ეძებდა განძს.
ჯოზეფ სმიტი ოჯახთან ერთად
1930 წელს, ეს წიგნი, რომელიც სმიტმაღვთაებრივი გამოცხადებაუწოდა გამოიცა 5 000 ეგზემპლარად. იმავე წელს, ფაიეტში დაარსდა მორმონთა ეკლესია. სექტის წევრებმაუკანასკნელ დღეთა წმინდანებიდაირქვეს.  მოსახლეობის მტრული დამოკიდებულება აიძულებდათ  ხშირად შეეცვალათ საცხოვრებელი ადგილი. ისინი დაბა კომერსში დამკვიდრდნენ, და იგი ქალაქ მოვად აქციეს. „გამოცხადებისსაფუძველზე მათ შექმნეს მეორე წიგნიდოქტრინები და აღქმები. 1842  წელს, სმიტი თავის მიმდევართა 200–კაციან ჯგუფთან ერთად გაერთიანდა მასონურ ორგანიზაციაში. ამის შემდეგ, მორმონთაღვთისმსახურებაშიბევრ მასონური რიტუალი დამკვიდრდა, სექტაში დაწესდა მრავალცოლიანობა, ამასთანავე სმიტი თავის შეხედულებებს აგრესიული მეთოდებით ავრცელებდა, იგი მისივე თანაშემწემ, ჯონ ბენეტმა ამხილა ცრუ ქადაგებასა და აღვირახსნილობა, რის გამოც ხალხის აღშფოთებამ პიკს მიაღწია.  მიუხედავად იმისა, რომ შტატის ხელისუფლება ჩაერია და დააპატიმრა სმიტი და მისი ძმა, მაგრამ ხალხის მღელვარება ვერ ჩააცხრო. ისინი შეიჭრნენ ციხეში და მოკლეს სმიტი და მისი ძმა ჰირუმი. 
   1857 წელს ბრაიმ იანგმა, რომელიც სმიტის მემკვიდრე იყო,თავის ეპისკოპოსს, ჯონ ლის დაავალა სექტის გასუფთავება, რამაც 137 კაცის სიცოცხლე შეიწირა, ისტორიაში შევიდა როგორცმთიანი მდელოს ხოცვაჟლეტის“  სახელწოდებით . 1877 წელს, აშშ მთავრობამ სიკვდილით დასაჯა ჯონ ლი, ჩადენილი დანაშაულისთვის, იმავე წელს გარდაიცვალა იანგი
ბრაიმ იანგი
    1890 წელს ხელისუფლების ზეწოლით მორონებმა გააუქმეს მრავალცოლიანობა, ხოლო 6 წლის შემდეგ, იუტას შტატში მორმონებს მისცეს ლეგალურად საქმიანობის და ცხოვრების უფლება. ამ შტატის ქალაქ სოლტლეიქ სიტიში მდებარეობს მორმონიზმის ცენტრი და დღეისათვის აქ მოსახლეობის უმრავლესობას მორმონები წარმოადგენენ.

დატოვე კომენტარი