ცვალებადი პოლიტიკური იდეალები თანხმობაში მოვიდა ხელოვნებაში მომხდარ რევოლუციასთან, ზოგიერთისთვის გათავისუფლება ტრადიციული გამომსახველობითი ხელოვნებიდან იყო საფრთხის შემცველი ამერიკული კულტურისათვის. პოსტ– იმპრესიონიზმი შერაცხულ იქნა როგორც „საერთო ანარქიის მომასწავლებელი, უარი ყველა კანონს, ყველა ჩვეულებასა და ტრადიციას.“
პირდაპირი კავშირი პოლიტიკასა და ხელოვნებას შორის გამოცხადებულ იქნა როგორც ინტერნაციონალიზმის გამარჯვება, და ნიშანი არსებული კულტურის დაშლისა. ის მხატვრები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ „Greenwich Village“– ის ბოჰემურ კულტურასა და “Ashcan School” –თან,რობერტ ჰენრის თაოსნობით, იწოდებოდნენ პოლიტიკური რადიკალებად. ამერიკელი მხატვრების მისწრაფება აჯანყებისაკენ არ იყო იმდენად გამოწვეული პოლიტიკური თუ კლასობრივი რადიკალიზმით, როგორც სურვილით, შეემატათ ახალი აზრი მათ ცხოვრების, ხელოვნებისა და საზოგადოებისათვის. მათი სურვილი იყო, გაეთავისუფლებინათ მხატვრობა „ძველი საზოგადოების“, ანუ ამერიკის ხელოვნების აკადემიის მიერ შექმნილი შეზღუდვებისა და ჩარჩოებისაგან. მხატვრული ღირებულებების გადაფასებამ და ძველი ტრადიციებისაგან განდგომამ, ბიძგი მისცა გამომსახველობის ახალი საშუალებების ჩამოყალიბებას, აბტრაქციონიზმისა და რეალიზმის ჩათვლით, გააერთიანა რა ისინი საერთო მოდერნისტული ხელოვნების სახელით. მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში, კლასიციზმი, რომანტიზმი, რეალიზმი და იმპრესიონიზმი სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს და თანდათან ასუსტებდნენ იდეას იდეალური მოდელებისა და სტილის შესახებ.
ფოტოგრაფიის, როგორც მხატვრული დარგის დაბადება უკავშირდება ალფრედ შტიგლიცს და მის გალერეას ” The little gallery of Photo-Secession”.
ფრანსის პიკაბიამ შეასრულა მთავარი დამაკავშირებელი ფუნქცია ნიუ იორკის დადაიზმსა და ევროპულ დადა მოძრაობას შორის შეასრულა და 1913 წელს გაემგზავრა ნიუ იორკის „Armory Show”- ზე. პიკაბიას შემოქმედება კუბისტური ნამუშევრებით უახლოვდება კანდისკის ლირიკულ აბტრაქციებს და კოლაჟებით მაქ ერნსტის სიურეალიზმს, ამავე დროს წინადადაისტური ნიშნები აქვს. ნიუ იორკში პიკაბიამ გაიცნო ავანგარდისტი ფოტოგრაფი ალფრედ შტიგლიცი. პიკაბიას მანერა განსხვავებულია, ის იყენებს მაშინდელი ავანგარდიდან და ტრადიციული ხელოვნებიდან სხვადასხვა მოტევებსა და ცალკეულ სტილების ნიშნებს. მსგავს თეორიულ მისწრაფებას იზიარებს რეი და დუშანი, და ანვითარებენ ხელოვნების ფორმალიზმისგან განთავისუფლების აუცილებლობის შესახებ, როგორც ციურიხის დადაისტები.









დატოვე კომენტარი