სუნთქვა ადამიანურად

მე ჰაერი ვარ.
ვერ მგრძნობთ?
სწორედ ახლახანს ჩამისუნთქეთ
და თქვენს გრძნობებს რომ ხელით შევეხე
სასწრაფოდ უკან ამომისუნთქეთ.

მე ჰაერი ვარ.
მხედავთ?
მე ჰაერი ვარ, ჯვარზე გაკრული ცის ჰორიზონტზე.


და მე ღმერთი ვარ
და შემიძლია ცხოვრებად ვიქცე…

მე ცხოვრება ვარ.
თქვენ ჩემში ცხოვრობთ თან არც მაფასებთ
და თან ვერც მტოვებთ.

და მე სივრცე ვარ.
და თქვენ ყოველდღე კარგავთ ამ სივრცეს…

და მე ადამიანი ვარ.
და მე, მე ვარ.
და მე ვერც ჩამისუნთქავთ,
და ვერც ამომისუნთქავთ,
რადგან ამ წუთას მე ჩაგისუნთქეთ.

და მე ღმერთი ვარ.
დღეს თქნევნთან ერთად ჯვარზე გამაკრეს _ ღმერთად გვაქციეს.

ჩვენ ღმერთები ვართ
და ჩვენ სივრცე ვართ
და ჩვენ ჰაერი ვართ
და ადამიანურად ვსუნთქავთ ერთმანეთს.

ანასტასია ინასარიძე

ლეონარდო და ვინჩის უთქვამს, მხატვრობა მუნჯი პოეზიაა, ხოლო პოეზია _–ბრმა მხატვრობაო,  ჩემი პირველი გამოფენა 2011 წლის მარტში ჩატარდა, როკ–კლუბში, ანასტასია ინასარიძესა და დათო კოროშენიძის პოეზიის საღამოზე. როცა ანასტასიას ეს ლექსი წავიკითხე, მაშინვე გამახსენდა ჩემი ეს უსახელო ნახატი,ყველაზე საინტერესო ის არის, რომ  მასაც იგივე ასოციაცია გაუჩნდა ამ ნახატის ნახვისას. : )


დატოვე კომენტარი