„ყვითელი ქრომი“ ოლდოს ჰაქსლის პირველი რომანია, რომელიც გამოიცა 1922 წელს, და ეხება ომისშემდგოინდელ ინგლისის არისტოკრატიას.
  როგორც თავად მწერალი აღნიშნავდა, ეს უპირველეს ყოვლისა „იდეების რომანია“, თავად პერსონაჟებიც ერთის მხრივ იმ იდეებს წარმოადგენენ, რომლებსაც ახმოვანებენ. შეიძლება ამიტომაც, თითქმის არ გვხვდება ფსიქოლოგიური პორტრეტები, და ყველა პერსონაჟი კარიკატურულია, ამას ერთ–ერთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟის, უმეტესად ჩრდილში მყოფი, ყრუ მერის წითელი ბლოკნოტიც უსმევს ხაზს, რომელიც სავსეა ქრომის ბინადართა კარიკატურული გამოსახულებებით. ხოლო მთავარი გმირი, ახალგაზრდა პოეტი დენისი, რომელიც თვლიდა, რომ თავის ნაკლებს მხოლოდ ის ამჩნევდა და გარეშე თვალთათვის მიუღწეველი რჩებოდა, გააოგნებს თავისი კარიკატურის ხილვა, ასეთივე განცდა დაეუფლებოდა ჰაქსლის ბევრ თანამედროვეს, რომლებიც ამ რომანში თავის თავს აღმოაჩნდა.  „ყვითელი ქრომი“ რეალურად არსებობდა, ოქსფორდიდან ახლოს მდებარე გარსინგტონის მამულში, და წარმოადგენდა ლედი ოტილიან მორელის ლიტერატურულ სალონს. ცნობილია, რომ ლედი მორელმა არ აპატია ჰაქსლის მისი და მისი სამფლობელოს ამ რომანში გაშარჟება.
    სწორედ აქ შეხვდა ჰაქსლი ტომას ელიოტს, ხოლო ბერტრან რასელთან ნაცნობობამ წარმოშვა ქრომის ერთ–ერთი პერსონაჟი, მისტერ სკოუგენი. 1919–1921 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა დაამსხვრია ინგლისური საზოგადოების სტაბილურობის და მუდმივი კეთილდღეობის  ილუზია. განსაკუთრებით მწვავე აღმოჩნდა ინტილიგენციისთვის, ბევრი ფილოსოფოსის, მწერლისა და მხატვრისთვის ეს იქცა მთლიანი ცივილიზაციის კრიზისად. სწორედ ამან წარმოშვა ხედვა სამყაროს დასასრულისა, ხოლო კაცობრიობის მისწრაფება ტექნიკური განვითარებისადმი მიღებულ იქნა, როგორც ზნეობრივი და მორალური ფასეულობების დაკარგვის საშიშროებად. თუმცა ჰაქსლიმ მას არდადეგებიც უწოდა ცხოვრების ჩვეული რიტმიდან, თავისი პერსონაჟის, მისტერ გომბოლდის მეშვეობით.
„ყვითელი ქრომიც“,  ერთის მხრივ იდეების ომია, ომი, რომელსაც გამარჯვებული არ ჰყავს.
  დენის სტოუნი ახალგაზრდა, ამბიციური პოეტია, რომელსაც თავისი პირველი ლექსების კრებულის ხილვისას ახსენდება ჯონათან სვიფტის სიტყვები „what genius I had then”. ის ამაყობს ფაქტით, რომ ხუთი წლის განმავლობაში 20–30 ტონა წიგნი წაიკითხა და “შეიმეცნა” სამყაროს არსი. თუმცა რეალურად ის ერთი უსუსური და მხდალი, კომპლექსებით სავსე ტიპია, რომელსაც თავისი პირადი ურთიერთობიბების წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარიც არ გააჩნია, წითლდება, როცა პოეტს უწოდებენ და შურით ივსება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან ლაღნი და უშუალონი ურთიერთობისას. იგი შეყვარებულია მშვენიერ ენიზე, რომლისთვისაც ყველაფერი გაცილებით მარტივია.
    სახლის მფლობელი ჰენრი ვიმბუში კი მთლიანად მოწყვეტილია გარე სამყაროს, ერთადერთი რაც მას ანაღვლებს, „ყვითელი ქრომის“ ისტორიაა, რომელსაც 30 წელი მიუღძვნა. მან უფრო მეტი იცის თავის წინაპრებზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც მის ჭერქვეშ ცხოვრობენ, მისი მეუღლისან განსხვავებით, რომლისათვის დამღლელი და მოსაბეზრებელია ქრომის ისტორიების მოსმენა. პრისკილა, რომელსაც მამაკაცური გარეგნობა და ოპერის მომღერლისთვის დამახასიათებელი ჩაცმის სტილი აქვს, გატაცებულია დოღითა და ასტროლოგიით, ასევე იმ პერიოდის მოდური ახალი იდეებით. მისი საპატიო სტუმარია ახალგაზრდობაში უიღბლო ჟურნალისტი, ხოლო შემდგომ წარმატებული მწერალი  მისტერ ბარბექიუ–სმიტი, რომელიც დენისს თავის საიდუმლოს უმხელს, არაცნობიერის მეშვეობით  წერას.  თუმცა მისი სურვილი, ახალგაზრდა, დამწყებ მწერალს გაუზიაროს გამოცდილება, დენისისთვის ღიმილს იწვევს:
“Denis thought of that advertisement of Nestle’s milk–the two cats on the wall, under the moon, one black and thin, the other white, sleek, and fat. Before Inspiration and after. “ 
  ამასთანავე, ბარბექიუ–სმიტი არასწორად ახდენს შექსპირის ციტირებას, რითიც ჰაქსლი ხაზს უსვამს მის უმეცრებას.
  კიდევ ერთი საინტერესო პერსონაჟია, ახალგაზრდა ქალი მერი, რომელსაც განსაკუთრებულად მჭიდრო დამოკიდებულება აქვს ფსიქოანალიზმისადმი და თავის ღამეულ კოშმარებს, ხსნის როგორც სექსუალური რეპრესიების მომასწავლებლად.  ის ცდილობს იყოს თანამედროვე, ჭკვიანი და დამოუკიდებელი ქალი და ეძებს ისეთ მამაკაცს, რომელიც ასევე აღიქვამს.
 “It must be somebody intelligent, somebody with intellectual interests that I can share. And it must be somebody with a proper respect for women, somebody who’s prepared to talk seriously about his work and his ideas and about my work and my ideas. It isn’t, as you see, at all easy to find the right person.”
 

  ქრომის ერთი თავი მთლიანად ეძღვნება ადგილობრივ მღვდელს მისტერ ბოდიჰემს, რომელიც აპოკალიფსის დადგომას ქადაგებს და მოელის განრისხებული ღვთისგან სათანადო სასჯელს. ჰაქსლი მას რკინის ნიღბის მქონეს უწოდებს, და შეიძლება მასში მოიაზრებდეს „რკინის ნიღბად“ (Le masque de fer) ცნობილ საფრანგეთის საპატიმროებში მყოფ, ლეგენდებით მოცულ პატიმარს. ერთის მხრივ ის სასტიკია, როცა ოცნებობს კაცობრიობის დასჯასა და არმაგედონის მოსვლაზე, და მეორეს მხრივ სასაცილოა მისი სასოწარკვეთილება.
  ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია მისტერ სკოუგენი, რომელიც ოცნებობს ტექნოკრატიულ ცივილიზაციაზე და ქადაგებს რაციონალური სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობას.
“The three main species,” Mr. Scogan went on, “will be these:
the Directing Intelligences, the Men of Faith, and the Herd.

აქვე ავღნიშნოთ  ის ფაქტიც, რომ  მისი მოსწავლე იყო ჯორჯ ორუელი. 
მისტერ სკოუგენი რომანის ბოლოში ცრუ წინასწარმეტყველად გვევლინება, რომელიც ადამიანებს არწმუნებს მათი სიცოცხლის ფატალურად დასასრულში. ამით ის ჰგავს, სასტიკ მოძღვარს, მისტერ ბოდიჰემს.
 ხოლო, ნიჭიერი მხატვარი გომბოულდი, კუბიზმიდან ისევ რეალიზმს უბრუნდება. 


დატოვე კომენტარი