რონ მუეკი ავსტრალიელი და ბრიტანელი ჰიპერრეალისტი სკულპტორია, თავისი კარიერა დაიწყო საბავშვო გადაცემებისთვის თოჯინების დამზადებით. 1996 წლიდან თავი მთლიანად ხელოვნებას მიუძღვნა. ცნობილია თავისი არაჩვეულებრივად ნატურალისტური ქანდაკებებით, რომლებიც ყოველთვის ადამიანის ზომაზე ნაკლებნი, ან პირიქით, მონუმენტალურები არიან. მუეკი იკვლევს არაერთგვაროვან დამოკიდებულებას რეალურსა და ხელოვნურს შორის. მისი ნამუშევრები გამოხატავენ ადამიანებს ყველაზე ინტიმურ, იზოლირებულ და მძიმე წუთებში. მეტი ბუნებრიობისთვის ის იყენებს სილიკონს, რომელიც სხვა მასალებზე გაცილებით პლასტიკურია და იძლევა სხეულის ნაწილების უფრო მარტივად ფორმირებას და თმის დამატების საშუალებას.

დატოვე კომენტარი