საინტერესო ისტორია აქვს ედგარ ალან პოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ლექსს „ყორანს“. გასაკვირია და თავდაპირველად იმ გაზეთში უთხრეს უარი დაბეჭდვაზე, რომლის რედაქტორიც მანამდე თვითონ იყო და კრიტიკულ წერილებსაც აქვეყნებდა წლების განმავლობაში, თუმცა იმასაც ამბობენ, ქველმოქმედების სახით თხუთმეტი დოლარი მიიღო გაზეთის მფლობელისა და მისი მეგობრის, მისტერ ჯორჯ გრაჰამისგანო.
მოგვიანებით, „ American Review” ს მიჰყიდა ცხრა დოლარად და 1945 წლის თებერვალში დაიბეჭდა კიდეც ფსევდონიმით „Quarles”, პარალელურად, ამავე წლის იანვარში, უკვე თავისი სახელითა და გვარით ბეჭდავს ლექსის ბოლო ვერსიას „Evening Mirror”-ში . „ყორანს“ წარმატება ხვდა წილად და იმ პერიოდის თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემა და ანთოლოგია მოიცვა. გამომცემლობა „Wiley and Putnam”, რომელიც დღესაც არსებობს უმსხვილესი კომპანიის “Penguin Group” ის შემადგენლობაში, 1845 წლის ივნისში გამოსცემს პოს პროზაული ნაწარმოებების კრებულს , ხოლო ნოემბერში ელიზაბეტ ბარეტ-ბრაუნინგისადმი მიძღვნილ მისი ლექსების კრებულსაც, სხვათაშორის, სწორედ მისი ლექსიდან „Lady Geraldine’s Courtship” სესხულობს პო რთულ რითმსა და ლექსის წყობას „ყორანში“. აღნიშნული კრებული კი 100 გვერდს მოიცავდა და მხოლოდ 31 ცენტი ღირდა.
რაც შეეხება ილუსტრაციებს, 1858 წელს ბრიტანეთში გამოცემულ პოს ანთოლოგიაში „ყორანი“ ილუსტრირებულია ჯონ ტენიელის მიერ.
ცნობილია ასევე გუსტავ დორეს მრავალრიცხოვანი გრავიურები, რომლებიც თან ერთვის ლექსის თითოეულ სტროფს
საფრანგეთში “ყორანი” 1875 წელს გამოიცა (Le corbeau) , ინგლისურიდან თარგმნა ცნობილმა სიმბოლისტმა პოეტმა სტეფან მალარმემ, ხოლო ილუსტრირება შესთავაზა თავის მეგობარსა და ასევე ყველასათვის ცნობილ მხატვარს- ედუარ მანეს, რომლის ლითოგრაფიებიც ალბათ ყველაზე მეტად გამოხატავენ პოს სულიერ მდგომარეობასა და ლექსის განწყობას.
P.S. ლექსის პირველი ქართული თარგმანი ეკუთვნის ვაჟა ფშაველას, რომელმაც რუსულიდან თარგმნა 1906 წელს.








დატოვე კომენტარი