პლასტიკური ხელოვნება და წმინდა პლასტიკური ხელოვნება

“ხელოვნება ჩვენ გვაიძულებს იმის გაცნობიერებას, რომ არსებობენ უცვლელი კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ კომპოზიციის აგების პრინციპებსა და მისი შემადგენელი ელემენტებისთვის დამახასიათებელ ურთიერთკავშირს. ეს კანონები უნდა მივიჩნიოთ დამატებით კანონებად ექვივალენტობის ფუნდამენტურ კანონთან, რომელიც ქმნის დინამიურ ბალანსს და გამოავლენს რეალობის ნამდვილ შინაარსს.

მიუხედავად სამყაროს ქაოტურობისა, ინსტიქტსა და ინტუიციას მიყავს კაცობრიობა ბალანსისაკენ. ხელოვნება უდაოდ ნათლად აჩვენებს ამას, მაგრამ ხელოვნება ასევე აჩვენებს იმისაც, რომ პროგრესის მიმდინარეობისას, ინტუიცია ხდება უფრო და უფრო ცნობიერი, ხოლო ინსტიქტი დაშრეტილი.

აბსტრაქტულ ხელოვნებას  დასასრულისაკენ მიყავს ანტიკური ხელოვნების კულტურა. აქედან გამომდინარე, ამჟამად შეგვიძლია უფრო დარწმუნებით განვიხილოთ და განვსაჯოთ ხელოვნების კულტურა მთლიანობაში. ჩვენ არ ვიმყოფებით გარდამტეხ ეტაპზე. კონკრეტული ფორმების კულტურა უახლოვდება თავის დასასრულს. დაიწყო განსაზღვრული კავშირების კულტურა. წმინდა პლასტიკურ ხელოვნებაში დიდია ფორმებისა და ხაზების მნიშვნელობა. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს მის სიწმინდეს. განსაზღვრული ურთიერთკავშირების დინამიურმა რიტმმა გამორიცხა ყოველგვარი კონკრეტული ფორმების  ფორმაცია. აბსტრაქტული ხელოვნება სწორედ ამის შედეგად შეიქმნა.

მას შემდეგ, რაც ნამუშევრიდან გაქრა ყველანაირი საგანი, სამყარო  არ დაცლილა სულიერებისგან, პირიქით, ის მოექცა ბალანსირებულ ოპოზიციაში სულთან, რადგან ერთიც და მეორეც იქნა განწმენდილი. ”

ესე “პლასტიკური ხელოვნება და წმინდა პლასტიკური ხელოვნება”  გამოიცა 1937 წელს და იქცა მონდრიანის ესთეტიკური თეორიის კულმინაციად.

დატოვე კომენტარი