ჩვენი ლიტერატურა და ხელოვნება მშრომელებს უნდა ემსახურებოდეს. რევოლუციური ხელოვნება ხალხის მასებს წინსვლაში უნდა დაეხმაროს.”  
 მაო ძედუნი
”Untitled (Marilyn/Mao)” by Yu Youhan
თანამედროვე ჩინურ ხელოვნებას ხშირად უწოდებენ ჩინურ ავანგარდულ ხელოვნებას, რომელიც აგრძელებს განვითარებას 1980-იანი წლებიდან, კულტურული რევოლუციის მოვლენების შემდეგ. 1966-1976 წლებში ჩინეთში მომხდარმა კულტურულმა რევოლუციამ  შედეგად მოიტანა მილიონობით ადამიანის სიკვდილი, განხორციელდა სისხლიანი ტერორი.  
 თავდაპირველად მხატვრული გამოფენები საერთოდ აკრძალული  იქნა ხელისუფლების მიერ. მხატვრები ხშირად ხდებოდნენ დაჭერის მუქარის მსხვერპლნი 1990-იანებშიც.
ბოლო წლებში კი,  ლმობიერება გამოიჩინა მთავრობამ, და საერთაშორისო აღიარების მქონე, ცნობილ ჩინელ მხატვრებს უფლება მიეცათ მოეწყოთ გამოფენები შინ, ვიწრო წრეში, მედიის ყურადღების მიღმა.
დღესდღეობით ჩინური ხელონება, როგორც ანტიკური, ასევე თანამედროვე, არის ყველაზე სწარაფად-მზარდი გაყიდვების რაოდენობით , რომელიც მთელი მსოფლიოში იზიდავს კოლექციონერებს და  ჩინური ხელოვნების თაყვანისმცემლებს .
ამერიკის ხმამ გადმოსცა, რომ 2006 წელს  თანამედროვე ჩინურმა ხელოვნებამ მოხსნა რეკორდი, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ბირჟაზე, მან  საფრანგეთს გაუსწრო გაყიდვების რაოდენობით, და აშშ-სა და ინგლისის შემდეგ, დაიკავა საპატიო მესამე ადგილი.
სოთბის აუქციონმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ჩინურმა ხელოვნებამ   აზიური ხელოვნება  ჩამოაყალიბა მყარ, და დინამიურ სექტორად. 
თანამედროვე ჩინელი მხატვრების ნამუშევრები გამოფენილია ევროპისა და ამერიკის მუზეუმებში, მათ შორის არიან  ჩჟან დალი, ცენგ ფანჩჟი,ჩჟან სიაოგან და იუ მინჯუნ.

Zhang Dali 

Chinese Offspring, 2003

მხატვრის თქმით, იმიგრანტი მუშები, რომლებიც ჩამოვიდნენ მთელი ჩინეთის სოფლებიდან და პროვინციებიდან შენებარე ქალაქებში, რათა გამოემუშავებინათ საარსებო მინიმუმისთვის საჭირო ფული, არიან  ჩინელი ერის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრები, ის ნაწილი, რომელიც ცხოვრებს ჩინური საზოგადოების ფსკერზე.  2003 დან 2005 წლამდე, ჩჟანგიმ შექმნა 100 იმიგრანტი მუშის  ცვილის ქანდაკება და გამოფინა ლონდონის სააჩის გალერეაში. ისინი კიდურებით კიდიან ჭერზე , რითიც  გამოხატავენ უძლურებას, რომ შეცვალონ თავიანი ბედი.

 
Inopportune: Stage One
Zhang Xiaogang

დაბადებული 1958 წელს, არის  სიმბოლისტი და სიურეალისტი მხატვარი. მან შექმნა ფერწერული ტილოების  მონოქრომატული გენელოგიური სერია, გამოსახა რა  ჩინელი ხალხი, ჩვეულებრივ ფართო, მუქი შეფერილობის თვალებით, გაყინულ პოზებში, რომლებიც მოგვაგონებენ 1950-1960 იანი წლების ოჯახურ პორტრეტებს.
მან სწორედ კულტურულ რევოლუციისგან ტრამვირებული ოჯახების სახეები გამოიყენა.
 
Execution
 Yue Minjun
ყველაზე მეტად ცნობილი იმით, რომ  ნამუშევრებში გამოსახავს თავის თავს, სხვადასხვა მდგომარეობაში.  მისი ნახატი „სიკვდილით დასჯა“ გახდა ყველაზე ცნობილი ნახატი, რომელიც კი შექმნილა თანამედროვე ჩინურ მხატვრობაში, ის 2007 წელს გაიყიდა 5,9 მილიონ დოლარად ლონდონის სოთბის 
აუქციონზე.

From the masses, To the masses,” 1993
Zeng Fanzhi:
ხშირად ასახავს თავის პირად ცხოვრებასა და ემოციებს. “ნიუ-იორკ თაიმსთან” ინტერვიუსას, მხატვარმა ხაზი გაუსვა იმ აქტს, რომ იდეოლოგიურმა ცვლილებები მართალია აისახა მასზე, მაგრამ მისი შემოქმედება უმთავრესად მაინც შინაგანი სამყაროდან გამომდინარეობს:
  “მე არასოდეს ვინტერესდებოდი იმით, რომ ჩემი ხელოვნება გამხდარიყო პოლიტიკური იდეების სიმბოლოთა მატარებელი…”
ციტატა ვიკი-სტატიიდან:
“დღეს ჩინეთი ძალიან განადგურებულია დაშლილია და სხვა ბევრი რამ შეემთხვა მას რის გამოც იქ უკვე კარგად ვერ არის განვითარებული ხელოვნება.”

დატოვე კომენტარი