წინასიტყვაობის ნაცვლად:
ჩვეულებრივი ნათურა — გამანათებელი მოწყობილობა, სინათლის ხელოვნური წყარო. სინათლე წარმოიქმნება ლითონის (ძირითადად ვოლფრამის) სიფრიფანა სპირალის გავარვარებით, მასში ელექტრული დენის გატარების შედეგად. სპირალის ტემპერატურა მკვეთრად იზრდება დენის ჩართვისას და ის ელექტრომაგნიტურ სითბურ გამოსხივებას იწყებს პლანკის კანონის თანახმად.
კბილი კბილის წილ
„ელი, ელი, ლამა საბათქანი“
ახლა მე გადამწვარი ნათურა ვარ, სხვა ათასობით გადამწვარ და უსახელო ნათურებს შორის, ნაგავსაყრელზე ვაგდივარ. მეც ვიხილე აღზევება და დაცემა, ვირწმუნე ჩემი ყოვლისშემძლეობა, მეგონა მთელი სამყარო ვნახე, ერთ პატარა ოთახში გამოკეტილმა. პირნათლად აღვასრულე ჩემი მოვალეობა. ჩვენ ყველანი პატარ–პატარა სინათლეები ვიყავით ამ დიდ წყვდიადში, რომლის ნაწილებიც საბოლოოდ გავხდით. მსახურნი უმადური ადამიანებისა, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გავახსენდით, როცა სამუდამოდ ჩავიფერფლეთ, და ისიც გადასაგდებად. იქნებ ამიტომაც, ნათურები არასოდეს ვლოცულობთ, რადგან ჩვენ ზემოდან დავყურებთ ჩვენს შემქნელებს, და მათთვის მოგვაქვს სინათლე და სითბო.
“და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად, და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.”

მე ერთი ჩვეულებრივი, სამოცვატიანი ნათურა ვარ, უფრო სწორად – ვიყავი. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ ნათურას ლაპარაკი, მითუმეტეს წუწუნი არ შეუძლია, და თან გადამწვარს. ვინ იცის, იქნებ არც ცდებით.
ერთ დროს კი მეგონა ყველაფერი შემეძლო.
არ მახსოვს სად და როგორ დამამზადეს, ბუნდოვნად მახსოვს ჩემნაირები, ჩემზე დიდები და პატარები, ლამაზები და უშნოები. მახსოვს პატარა ნაცრისფერი ყუთი, რომელშიც ჩამდეს და სადღაც გამგზავნეს სხვა ჩემნაირებთან ერთად.
მე ერთი გარეუბნის მაღაზიაში აღმოვჩნდი. გამიმართლა, სხვებისაგან გამომარჩიეს და ფასის აღმნიშვნელი წებოვანი ქაღალდი მომაკრეს, მაშინ პირველად ვიგრძენი ჩემი განსაკუთრებულობა.
ვიტრინაში დამდეს კბილის ჯაგრისებს, საპარსებს, ასანთის კოლოფებსა და სხვა ჩემს მსგავს უბრალო მოკვდავთ შორის. მე სულ ბოლოს გავახსენდი გამყიდველს, სხვა ნათურების გაყიდვის შემდეგ. ერთმა გოგონამ მიკითხა, გავიგონე ხურდების ჩხრიალის ხმა.
მაღაზიიდან ბინის სამზარეულოში აღმოვჩნდი. გოგონამ ფრთხილად ამომიღო ყუთიდან, სკამზე აძვრა და რაღაც მტვრიანს და შავს ბოლოთი მიმაბნია. თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი. თავბრუ დამეხვა და თვალთ დამიბნელდა. მე მაღლა ვიყავი, ყველაზე მაღლა და არავინ იცოდა ჩემს გარდა. რომ აკროფობია მჭირდა. გოგონამ ხელები გამიშვა, სკამიდან ჩამოძვრა და რაღაც ღილაკს ხელი მიაჭირა.
ჩემში სინათლე იყო, და ჩემს გარეთაც, მე ვიყავი თავად სინათლე და სინათლის წყარო. ვიგრძენი ჩემი სიდიადე, ჩემი დანიშნულება ამ სამყაროში. ზემოდან გადავხედე ოთახს. იმ ღამეს მალევე ჩამაქვრეს. თვალი არ მომიხუჭავს, მოველოდი ისევ იგივეს.
გადიოდა დრო. მივეჩვიე, როგორც ყოველთვის მალევე მაქრობდნენ , მაშინაც კი, როცა კედლის იმ მოკლე მავთულიდან ჩემს პატრონაში დენი საერთოდ არ აღწევდა. ალბათ ეს იმ განსაკუთრებულ ჩვევათაგანი იყო, ხელმომჭირნე ადამიანებს რომ აქვთ.

გამყიდეს

და იქმნა ნათელი
იმ დღეს პირველად გავნათდი. ჩემს შიგნით, სიცარიელეში, რაღაცამ იფეთქა, რაღაც გავარვარდა და გასხივოსნდა.
ჩემში სინათლე იყო, და ჩემს გარეთაც, მე ვიყავი თავად სინათლე და სინათლის წყარო. ვიგრძენი ჩემი სიდიადე, ჩემი დანიშნულება ამ სამყაროში. ზემოდან გადავხედე ოთახს. იმ ღამეს მალევე ჩამაქვრეს. თვალი არ მომიხუჭავს, მოველოდი ისევ იგივეს.
გადიოდა დრო. მივეჩვიე, როგორც ყოველთვის მალევე მაქრობდნენ , მაშინაც კი, როცა კედლის იმ მოკლე მავთულიდან ჩემს პატრონაში დენი საერთოდ არ აღწევდა. ალბათ ეს იმ განსაკუთრებულ ჩვევათაგანი იყო, ხელმომჭირნე ადამიანებს რომ აქვთ.
ღამით, როცა ვენთე, ჩემთან მოფრინავდნენ ბუზები, პეპლები და სხვა მწერები, ჩემი სინათლე და სითბო იზიდავდათ, მეფერებოდნენ, მეფიცხებოდნენ, თან ეშინოდათ კიდეც. თუმცა, ერთ ხელაც არ უთქვამთ მადლობა, მე ხომ მათ სითბოს და სინათლეს ვაძლევდი. ვიგრძენი, თუ რას ნიშნავდა უმადურობა და შურისძიება მომინდა.
განკითხვა
ერთხელ კედლის ღრიჭოდან ობობა გამოძვრა და ჩემთან გადმოსახლდა. ქსელი გააბა ჩემს მავთულზე, ისე რომ ნებართვა არ უთხოვია. საღამოს დაელოდა, ისევ მოფრინდნენ მწერები ბზუილით, და ობობას ქსელში გაებნენ. რაც უფრო იქნევდნენ ფრთებს და ფეხებს, უფრო მეტად ებმოდნენ. ობობა მივარდა და ხარბად დაეწაფა. ასე გრძელდებოდა დიდხანს, ობობა სუქდებოდა, ქსელი იზრდებოდა. მადლობა კი არც მას უთქვამს არასდროს, შეიძლება იმიტომ, რომ სიტყვაძუნწი იყო, შეიძლება ვერც მამჩნევდა. ისევ ვიგრძენი თავი შეურაცხყოფილად და უმადურობის მსხვერპლად.
კბილი კბილის წილ
ობობა შეამჩნიეს. გრძელი ცოცხით მისი ქსელი დაახვიეს და ჩამოიღეს, თვითონ ისევ ღრიჭოში შევარდა და მას შემდეგ აღარც მინახავს.
„ელი, ელი, ლამა საბათქანი“
ჩემი უბადრუკი ცხოვრება გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს უჩემობის ( ან სიბნელის) სასტიკად ეშინოდათ და ყოველღამე მანთებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე ზემოთ ვიყავი და ყველაფერს (იმ ოთახში) წვდებოდა ჩემი სინათლე, მე ჩემივე მარტოობა მაწუხებდა. ბრაც კი არ მღირსებია არასდროს. ამბობენ, უბრალოება ყველაზე დიდი სამკაულიაო, მაგრამ, როცა ობლად დაკიდული ვუყურებდი მოპირდაპირე კორპუსის ფანჯრებში ამაყ სანათებს, ათობით მხიარული ნათურით აკაშკაშებულთ, მეჩვენებოდა, რომ შორიდან დამცინოდნენ. ბოღმა მახრჩობდა და სულ უფრო და უფრო ბევრს ვფიქრობდი სიკვდილზე. სიამოვნებით ჩამოვიხრჩობდი თავს, უკვე ჩამომხრჩვალი რომ არ ვყოფილიყავი.
გარდაცვალება
როცა პირველად ავციმციმდი , ადამიანებმა საეჭვოდ ამომხედეს ქვემოდან. ენერგია, რომელიც ჩემში შემოვარდა, უფრო მეტი იყო, ვიდრე ჩემს სხეულს შეეძლო დაეტია.
მესამე დღემდე უსულოდ ვეკიდე ნაცრისფერ ოთახში. საღამოს გაახსენდათ უჩემობა. ჩამომხსნეს უდიერად და იქვე ურნაში მომისროლეს. მეორედ შემეხნენ ადამიანები ხელებით.ისევ აღმოვჩნდი ქვემოთ და ავხედე ყვითელ ჭერს, რომელზეც ამდენი ხანი, იქნებ უაზროდაც ვეკიდე.

post scriptum
ახლა მე გადამწვარი ნათურა ვარ, სხვა ათასობით გადამწვარ და უსახელო ნათურებს შორის, ნაგავსაყრელზე ვაგდივარ. მეც ვიხილე აღზევება და დაცემა, ვირწმუნე ჩემი ყოვლისშემძლეობა, მეგონა მთელი სამყარო ვნახე, ერთ პატარა ოთახში გამოკეტილმა. პირნათლად აღვასრულე ჩემი მოვალეობა. ჩვენ ყველანი პატარ–პატარა სინათლეები ვიყავით ამ დიდ წყვდიადში, რომლის ნაწილებიც საბოლოოდ გავხდით. მსახურნი უმადური ადამიანებისა, რომლებსაც მხოლოდ მაშინ გავახსენდით, როცა სამუდამოდ ჩავიფერფლეთ, და ისიც გადასაგდებად. იქნებ ამიტომაც, ნათურები არასოდეს ვლოცულობთ, რადგან ჩვენ ზემოდან დავყურებთ ჩვენს შემქნელებს, და მათთვის მოგვაქვს სინათლე და სითბო.
ასეა თუ ისე, იმ ბინის სამზარეულოს პატრონას სხვა ჩემსავით ჩვეულებრივი ნათურა მოერგება, რომელსაც ისევ იგივე ჩვეულებრივი , “ნათურული” ამბავი გადახდება.
“და იხილნა ღმერთმან ყოველნი, რაოდენნი ქმნნა, და აჰა კეთილ. ფრიად, და იყო მწუხრი ღა იქმნა განთიად დღე მეექუსე.”

Leave a reply to godo კომენტარის გაუქმება