
ალბათ, რომელიმე გამოცემამ ყველაზე იდუმალი ღიმილების ათეული რომ შეადგინოს, “მონა ლიზას” გვერდით, თავს დაიმკვიდრებს, მასზე არანაკლებ ცნობილი ჩეშირის კატა, ლუის კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყნიდან”. მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა ” ჩეშირის კატასავით ღიმილი ” კეროლს არ ეკუთვნის, პოპულარობა სწორედ მისი და ცნობილი კარიკატურისტის, ჯონ ტენიელის ილუსტრაციის შედეგად მოიპოვა. თუმცა, გაცილებით ადრე, უილიამ თეკერეიმ გამოიყენა თავის ნაწარმოებში ჩვეული სარკაზმით, “ქალმა ჩაიცინა ჩეშირის კატასავით”, და “ვინ იყო ის ბუნების მკვლევარი, რომელმაც აღმოაჩინა ჩეშირის საგრაფოში კატების ეს თავისებურება”. (The Newcomes; memoirs of a most respectable family, 1854–55)
საქმეც იმაში მდგომარეობს, რომ არავის სჯეროდა, რომ ჩეშირის კატები ყურებამდე იღიმებოდნენ, შესაბამისად, აიტაცა ეს იდეა ლუის კეროლმა, როგორც უჩვეულო არსებების შემქმნელმა და თავისი მდიდარი ფანტაზიის წყალობით, თითქმის მთელი მსოფლიო საპირისპიროში დაარწმუნა.
‘Please would you tell me,’ said Alice, a little timidly, for she was not quite sure whether it was good manners for her to speak first, ‘why your cat grins like that?’
‘It’s a Cheshire cat,’ said the Duchess, ‘and that’s why. Pig!’
She said the last word with such sudden violence that Alice quite jumped; but she saw in another moment that it was addressed to the baby, and not to her, so she took courage, and went on again:
‘I didn’t know that Cheshire cats always grinned; in fact, I didn’t know that cats COULD grin.’
‘They all can,’ said the Duchess; ‘and most of ‘em do.’

დატოვე კომენტარი