იაპონელი წარმოშობის ინგლისელი მწერლის კაძუო იშიგუროს რომანი „არასოდეს გამიშვა“ დეკადის სუკეთესო წიგნთა ათეულში შედის.

ადამიანის კლონირება არ არის რომანის ძირითადი თემა, მაგრამ მწერლის სტილი, გაამახვილოს მკითხველის ყურადღება დეტალებზე და დატოვოს სიუჟეტის მიღმა ბევრი რამ, აიძულობს მკითხველს გამუდმებით იფიქროს ამ საკითხზე.

დებატები კლონირების შესახებ 1960–იანი წლებიდან იწყება, მეცნიერები ჯოშუა ლედერბერგერი და ჯეიმს უოტსონი  სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში იწყებენ პოლემიკას თუ  რა არის კლონირება,  დეჰუმანიზაციის საფრთხე თუ მეცნიერების გამარჯვება.

ბოლო პერიოდში, მეცნიერებმა და საზოგადოებამ ერთმანეთისაგან განასხვავა თერაპიული და რეპროდუქციული კლონირება. ეს უკანასკნელი მთლიანი ინდივიდუალების შექმნას გულისხმობს.

ბევრ ქვეყანაში,  მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ში ნებადართულია თერაპიული კლონირება, რადგან ის მრავალი ავადმყოფობის განკურნების იმედს იძლევა.

იშიგუროს რომანი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეპროდუქციული კლონირება თერაპიული მიზნებისთვის, ორგანოთა დონაცია და ტრანსპლანტაცია.

ხშირად ისმევა კითხვა, იქნებიან  თუ არა კლონირებული ადამიანები მხოლოდ ორიგინალის ქსერო–ასლები, თუ მათაც ექნებათ სული?

ან რამდენად ეთიკურია ორგანოთა დონაცია, რადგან როგორც ცნობილია, დღესაც არსებობს შავი ბაზარი,  თუ გავითვალისწინებთ იმასაც, როგორ ხუჭავს თვალს საზოგადოება იმ სისასტიკეზე, რომელიც ხდება ორგანოების მოთხოვნის გამო ბევრ ქვეყანაში, თუკი მეცნიერება შესაძლებელს გახდის კლონირებას, რისთვის ან ვისთვის იქნებიან გამოყენებული კლონირებული ადამიანები?

მხოლოდ ამერიკაში, 100 000 ადამიანია ორგანოების რიგში .

კლონირების გასამართელებელ მიზეზებში ჯანმრთელობის გამოსწორებასა და უშვილობის პრობლემის მოხსნასთან ერთად, შეხვდებით ისეთ იდეებს, როგორიცაა კლონირებულისთვის უკეთესი მომავლის შექმნა, ფინანსურად უზრუნველყოფა, გასაკვირია და იდენტობის უფრო მძაფრი შეგრძნება და რელიგიური თავისუფლება,  ასევე უამრავი  ადამიანის სურვილი, იყოს კლონირებული.

ჰეიშლიმის სკოლის მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ კლონირებულ ადამიანებსაც აქვთ სული, ხოლო  კეტის, რუთის და ტომის ამბავმა დაამტკიცა ის, რომ მათაც შეუძლიათ სიყვარული და აქვთ ბედნიერების განცდის მოთხოვნილება.

5 კომენტარი, ჩანაწერი: “ადამიანის კლონირების ეთიკა კაძუო იშიგუროს რომანში „არასოდეს გამიშვა“”

  1. მე ვთვლი რომ ადამინის კლონირება არ შეიძლება. http://wp.me/p1EVoZ-iH

    1. მადლობა აზრის გამოხატვისთვის, მომეწონა შენი პოსტიც :)) გეთანხმები, მეც ვფიქრობ რომ დაუშვებელია.

      1. არაფრის ^_^

  2. სალი ,,არასოდეს გამიშვა” ეს თარგმანი უფრო მომწონს. წიგნის წაკითხვის შემდეგ ვნახე ფილმი , ქეითი და ტომის გმირები შემიყვარდნენ, მაგრამ ფილში ტომი არ მომეწონა. თვითონ სიმღერა კი მობილურში მაქვს პლეი ლისტში

    1. პრინციპში გეთანხმები, ეგ თარგმანი სჯობს, სიმართლე გითხრა ფილმი ჯერ არ მინახავს, წიგნი ზაფხულში წავიკითხე, ჯერ რუსულად დავიწყე, მერე ინგლისურად გავაგრძელე, რუსულად ასეა “Не отпускай меня”. სიმღერისთვის მადლობა :* ჩავასწორებ სათაურსაც.

Leave a reply to litartblog კომენტარის გაუქმება