-
Newspaper by Richard Diebenkorn, 1957
-
ერთი აბზაცი „ნიჰილიზმზე“
ხშირად აკრიტიკებენ ახალგაზრდობას და ადანაშუალებენ ნიჰილიზმსა და პოლიტიკურ გულგრილობაში. პარალელად შეგვიძლია გავავლოთ ჰიპების შემდგომი თაობის ცხოვრების წესზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაიზრდნენ მშობლების ამაღლებულ იდეებზე, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და პროტესტის გამოხატვის პერიოდში, ზუსტად ისინი გახდნენ კონსერვატიული საზოგადოების ყველაზე პრაგმატული წევრები, ორიენტირებულნი ფინანსურ კეთილდღეობასა და წინსვლაზე. არ შეიძლება ორ თაობას გაყვეს მსგავსი დამანგრეველი ენერგია, ჩვენმა წინა თაობამ… — read more
-
ქენძაბურო ოე
მარტოობა, შიში, სასოწარკვეთილება, ეჭვი, უსუსურობა – ქენძაბურო ოეს პერსონაჟებს ამ განცდებთან ერთად ომისშემდგოინდელი სულიერი კრიზისი, და ერთგვარი გაორებულობა სტანჯავთ. აღუ–ზეციური ზმანება ჩემთვის ტრაგედიაა, თუმცა არა ამ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობით და გაგებით. ტრაგედიაა, რომელიც ჩუმად და მსუბუქად ვითარდება, და არა სენტიმენტალური და პათეტიკური ემოციების ფონზე. ტრაგედიაა პირველ რიგში მამისა, რომელიც უარს ამბობს „მცენარესავით უგუნურ შვილზე“ და… — read more
-
Long Day’s Journey Into Night
იუჯინ ონილი, ცნობილი დრამატურგი, 1936 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში და პულიცერის პრემიის მფლობელია, დაიბადა ირლანდიური წარმოშობის პოპულარული ამერიკელი მსახიობის ოჯახში, ადრეულ ასაკშივე გადაწყვიტა დრამატურგობა, თუმცა თეორიული განათლების მიღებამდე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მიიღო. მისი პიესების უმრავლესობა ავტობიოგრაფიულია, არც არის გასაკვირი, ის არ თაკალობდა არავითარ სამუშაოს , ხეტიალობდა, იყო უბრალო მეზღვაური,… — read more
-
to grin like a Cheshire cat
ალბათ, რომელიმე გამოცემამ ყველაზე იდუმალი ღიმილების ათეული რომ შეადგინოს, “მონა ლიზას” გვერდით, თავს დაიმკვიდრებს, მასზე არანაკლებ ცნობილი ჩეშირის კატა, ლუის კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყნიდან”. მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა ” ჩეშირის კატასავით ღიმილი ” კეროლს არ ეკუთვნის, პოპულარობა სწორედ მისი და ცნობილი კარიკატურისტის, ჯონ ტენიელის ილუსტრაციის შედეგად მოიპოვა. თუმცა, გაცილებით ადრე, უილიამ თეკერეიმ გამოიყენა თავის ნაწარმოებში… — read more
-
Ellsworth Kelly – “Red Blue Green Yellow” 1965
-
შავი კარადა
ანუ ნახევრად პათეტიკური გადახვევა მეტროთი მგზავრობა საინტერესო, შეიძლება ითქვას ფილოსოფიური პროცესია, განსაკუთრებით ყელში ამოსული რუტინისას, როცა ერთსა და იმავე დროს, ერთი და იმავე მიმართულებით გადაადგილდები, და უცნობი, გაყინული სახეების, უცნაურად მოკუმული ტუჩებისა და მშობლების მხრებზე, თოჯინებივით მისვენებული ბავშვების გარემოცვაში, შენც საყოველთაო სერიოზულობის თუ დაღვრემილობის თანამონაწილე ხდები. ადამიანები ერთმანეთისგან მარტოობის განცდით განსხვავდებიან მეთქი, ვფიქრობდი… — read more
-
კრემაცია
1926-2003 სხეული ყველაფერი იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. წვრილმანებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. არ მახსოვს, მარტო ვიყავი, თუ არა, არც ის მახსოვს, რა ერქვა ჩემ ცოლს, ან მყავდა თუ არა საერთოდ. უკანასკნელი, რაც შემომრჩა მეხსიერებაში, ესაა ფანჯარა, ფანჯრის რაფაზე საფერფლე (ალბათ ვეწეოდი), და ფანჯრის მიღმა უსახური კორპუსი. გაინტერესებთ, დამწყდა თუ არა გული რამეზე, ჩამიარა თუ… — read more
-
დაცული: ტომას ელიოტის „სუინი ბულბულთა შორის“
ამონაწერი არ არის, რადგან ეს დაცული ჩანაწერია. — read more
-
"Cityphilia" ბეირუთი+თბილისი
Zena Assi ახალგაზრდა ლიბანელი მხატვარია, დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს ( არ მიყვარს ეს სიტყვა) ბეირუთში. სამხატვრო აკადემია წარჩინებით (არც ეს მიყვარს) დაამთავრა. მისი პორტრეტები ერთდროულად მოგაგონებთ გუსტავ კლიმტსა და ეგონ შილეს. მიუხედავად ტექნიკის აშკარა გავლენისა (რასაც მივესალმები), მან შეძლო გაერთიანებინა ეს ორი ავსტრიელი მხატვარი და დაემატებინა თავისი პირადი გამოცდილება, იდეა და კვლევის… — read more